Home » საინტერესო ავტორები » იან ჩიხოლდი – წიგნის სახე (ნაწყვეტი)

იან ჩიხოლდი – წიგნის სახე (ნაწყვეტი)

გრაფიკა და წიგნის ხელოვნება

წიგნის მხატვრის ნამუშევარი არსებითად განსხვავდება გრაფიკოსის სამუშაოსაგან. ამ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი მუდმივად ეძებს ახალ სახვით საშუალებებს, რაც აუცილებელია საკუთარი სტილის დასამკვიდრებლად, წიგნის გამფორმებელი ერთგულად და ტაქტიანად ემსახურება დაწერილ სიტყვას, რათა გახადოს იგი ხილული ფორმის. ამასთან, ამ ფორმამ არ უნდა დათრგუნოს შინაარსი. გრაფიკოსის ნამუშევარი უნდა პასუხობდეს დღევანდელობის მოთხოვნებს, მისი სიცოცხლე (თუ არ ჩავთვლით გრაფიკულ კოლექციას), ხანმოკლეა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. წიგნმა კი საუკუნეებს უნდა გაუძლოს. გრაფიკოსის მიზანია თვითდამკვიდრება, წიგნის მხატვრის ამოცანა, რომელცი გრძნობს თავის პასუხისმგებლობას და მოვალეობას, საკუთარ „მე“ზე უარის თქმაა. ამიტომ, წიგნი ობიექტი არ არის იმათთვის, ვისაც სურს „აწმყოს ასახვა“ ან „ახლის“ შექმნა. სასტამბო ხელოვნებაში არაფერი ახალი (მთელი სიმკაცრით რომ ვთქვათ) არ შეიძლება იყოს. გასულ საუკუნეებში უამრავი მეთოდი და წესი იქნა დამუშავებული, რომლებსაც უკვე ვეღარ გააუმჯობესებ, ისინი მხოლოდ უნდა მიუსადაგო ახალ ცხოვრებას, იმიტომ, რომ  უკანასკნელი 100 წლის მანძილზე ისინი დავიწყებას მიეცა. მხოლოდ ამ გზით შეიძლება სრულყოფილი წიგნის გაკეთება სრულყოფილება არის პოლიგრაფიის აბსოლუტური შეწყობა შინაარსთან – ეს არის ჭეშმარიტი წიგნის ხელოვნების დანიშნულება. სიახლე და სიურპრიზი სარეკლამო გრაფიკის მიზანია.

 

წიგნის გრაფიკა არ უნდა ემსახურებოდეს რეკლამის მიზნებს, სარეკლამო გრაფიკის ელემენტების გამოყენება ვნებს ტექსტის ინტერესებს და მხოლოდ მხატვარგრაფიკოსის პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება, რომელსაც არ შეუძლია ლიტერატურული ნაწარმოების უკანა პლანზე აგდავიდეს. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ნამუშევარი უნდა იყოს უფერული და მოკლებული ყოველგვარ გამომსახველობას. კორპორაცია „Monotype Corporation“ის (ლონდონი) წამყვანი მხატვრის, სტენლი მორისონის წყალობით, შესანიშნავადლ გაფორმებული გამოცემების რიცხვი უკანასკნელი ოცდახუთი წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა. წიგნის მხატვარს შესწევს უნარი, დიდი სიამოვნება მიანიჭოს მკითხველს ლიტერატურული ნაწარმოებით. ამისათვის აუცილებელია: შრიფტის მაქსიმალური შეხამება შინაარსთან; ჭეშმარიტად ლამაზი, წასაკითხად იდეალური წიგნის შექმნა (სწორად შერჩეული ინტერლინიაჟით, არამეტისმეტად ფართოდ  კაბადონით, ჰარმონიულად გაწონასწორებული კიდეებით); სათაურისთვის შესაბამისი კეგელის ტაქტიანად ამორჩევა; მიმზიდველი, ტიტულის გაფორმების ტექსტთან ჰარმონიულად შერწყმული სატექსტო ესკიზის დამუშავება. საყოველთაოდ აღიარებული შრიფტის, დავუშვათ, გროტესკულის ან ხელით ანაწყობის ერთერთი შრიფტის გამოყენება, რომელიც შეიძლება ლამაზიც იყოს, მაგრამ პრეტენზიული, წიგნს აქცევს მოდურ საქონლად. ეს, შესაძლოა, კარგიც იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც საუბარია ისეთ წიგნზე, რომელიც განკუთვნილია მცირე ხნით სარგებლობისათვის, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც საქმე ეხება თავისი დანიშნულებით მეტად საჭირო წიგნს და რაც უფრო მნიშვნელოვანია წიგნი, მით უფრო ნაკლები უფლება აქვს გრაფიკოსს, დაიჭიროს პოზა და ამტიკცოს თავიის პერსონალური „სტილით“, რომ სწორედ მან და არა ვინმე სხვამ, გააფორმა ეს წიგნი. უდავოა, რომ წიგნები ახალ არქიტექტურაში ან ფერწერაში შეიძლება გაკეთდეს ზემოაღნიშნული სტამბური სტილით, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია. ვფიქრობ, არასწორია, რომ წინგში პაულ კლეის შესახებ გამოყენებულია შრიფტი, ჩვეულებრივი გროტესკის, რადგან მის სიმწირეს დისონანსი შეაქვს ამ შესანიშნავი მხატვრის დახვეწილ ოსტატობაში. ამ, ერთი შეხედვით, თანამედროვე შრიფტით მიუღებელი იქნებოდა ფილოსოფოსებისა და კლასიკოსი პოეტების წიგნების აწყობაც კი. წიგნის მხატვარმა საერთოდ უნდა თქვას უარი თავის ინდივიდუალობაზე. ის პირველ რიგში, ზედმიწევნით უნდა იცნობდეს ლიტერატურას და შეეძლოს სწორად შეფასება. მხატვრები, რომლებსაც  მხოლოდ ვიზუალური განჭვრეტის უნარი აქვთ და არ გააჩნიათ ლიტერატურული ინტერესები, არ გამოდგებიან წიგნის გაფორმებისთვის, რადგან  მათთვის ძნელი გასაგებია, რომ საკუთარი პროექტების ხელოვნების წყალობით იკარგება პატივისცემა ლიტერატურისადმი, რომლისთვისაც მათ სამსახური უნდა გაეწიათ.

ამიტომ ჭეშმარიტი წიგნის ხელოვნება, მოითხოვს ტაქტსა და, პირველ რიგში, კარგ გემოვნებას, რომლებსაც ჩვენს დროში იშვიათად თუ აფასებენ სათანადოდ. სრულყოფილი გაფომება (ისევე როგორც, ყველაფერი სრულყოფილი) რომლისკენაც ასე მიისწრაფვის წიგნის მხატვარი, სულ მოკლე დროში შეიძლება გახდეს მოსაწყენი; ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ფაქიზი გემოვნება, ხშირად ურევენ ერთმანეთში შედევრსა და მოსაწყენ ნივთებს. ამიტომ სრულყოფილ ნაწარმოებებს არა აქვთ გასავალი. მით უმეტეს, თუ სენსაციების მოყვარულ ხალხთან გვაქვს საქმე. მართლა, კარგად გაკეთებულ წიგნს მხოლოდ ელიტა თუ შეიცნობს, მკითხველთა უმეტესობა კი ნაწილობრივ შეიგრძნობს მის განსაკუთრებულობას. ლამაზი წიგნი გარეგნულადაც სრულყოფილი უნდა იყოს.

წიგნის მხოლოდ სუპერგარეკანი იძლევა ფანტაზიის თავისუფლებას ფორმის თვალსაზრისით. შეცდომა იქნებოდა მისი  გაიგივება წიგნთან, მის გაფორმებასთან7 სუპერგარეკანი ხომ მცირე პლაკატია, რომელმაც უნდა მიიპყროს ყურადღება. აქ ბევრი რამ არის დასაშვები, რაც შეუფერებელია თვით წიგნისთვის. სამწუხაროდ, თანამედროვე ფერადი სუპერგარეკანის გამო, წიგნის ყდის მიმართ, რომელიც სინამდვილეში მისი სამოსელია, ხშირად  უგულისყურო დამოკიდებულებაა. ალბათ, ამიტომაც ზოგი საგულდაგულოდ ინახავს სუპერგარეკანს და ასევე დებს წიგნს კარადაში. ეს გასაგებია იმ შემთხვევაში, თუ ყდა ღარიბულია ან ცუდდა გაკეთებულია. მაგრამ, სუპერგარეკანის ადგილი, ისევე როგორც სიგარეტის კოლოფისა, სანაგვე კალათაშია.

თვით წიგნში კი, ინდივიდუალობაზე უარის  თქმა უმაღლესი მოვალეობაა მხატვრისა, რომელიც გრძნობს თავის პასუხისმგებლობას. ის მსახურია ტექსტისა და არა ბატონი.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: